განხორციელებეული პროექტები

ყაზბეგის რაიონის ოსები ქართულ-ოსური ურთიერთობის კონტექსტში – ნათია ჯალაბაძე

ოსთა საკითხი ყაზბეგის რაიონში – ლავრენტი ჯანიაშვილი

საგრანტო პროექტის ხელეკრულების ნომერი 

384/2

პროექტის ხელმძღვანელის სახელი და გვარი

ლავრენტი ჯანიაშვილი

წამყვანი ორგანიზაცია

კავკასიის ხალხთა საერთაშორისო სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი

  1. პროექტის განხორციელების ( მიმდინარეობის) მოკლე აღწერა:

პროექტის განხორციელება დაიწყო  2015 წლის 4 მაისს.   ჩატარდა მოსამზადებელი სამუშაოები, რაც ითვალისწინებდა სამეცნიერო ლიტერატურის მოძიებას, დამხმარე პერსონალის შერჩევას და საჭირო ტექნიკის მობილიზებას; ჩამოყალიბდა  კითხვარები, პროექტის განხორციელების პროცესში შესწავლილი იქნა ყაზბეგის რაიონის ადგილობრივი ადმინისტრაციული მონაცემები; ჩატარდა ერთი დაზვერვითი და სამი კომპლექსური საველე-ეთნოგრაფიული ექსპედიცია; გაანალიზდა რეგიონის შესახებ არსებული სამეცნიერო ლიტერატურა; მოვიპოვეთ საარქივო მასალები; მოეწყო შეხვედრა-სემინარი და კონფერენცია; გადავიღეთ ეთნოგრაფიული ფილმები; მიღებული დასკვნები გამოქვეყნდა სამეცნიერო კრებულებსა და მონოგრაფიებში.

  1. პროექტის შედეგი და  ეფექტი:

შევისწავლეთა ყაზბეგის რაიონის მოსახლეობის ყოფისა და კულტურის ისეთი მახასიათებლები როგორიცაა: დასახლების ფორმები,სამეურნეო და სასულიერო ნაგებობები, მეურნეობა, რელიგია, ეკონომიკა, სოციალური საკითხები (ტრადიციული სოციონორმატიული კულტურა, ოჯახი, ნათესაური სისტემა, საქორწინო ურთიერთობები, დღესასწაულები, ეთნიკური შემადგენლობის დინამიკა, ინტერეთნიკური კონტაქტები, კულტურული განსხვავებები, სპონტანური და ორგანიზებული წინააღმდეგობები, კულტურული ღირებულებები, კომუნიკაცია და ურთიერთქმედების საერთო ველი, ქცევის წესების და ნორმების ქსელი, სტერეოტიპები, ეკოლოგიის ტრადიციული სისტემა. და გამოგვეკვლია, ამოკვლეულ იქნა  ამ ფაქტორების გავლენა აქედან  გასახლებული ოსური ეთნოსის წარმომადგენელთა დაბრუნებისა და ქართველებთან თანაცხოვრების პერსპექტივაზე.

რესპოდენტების უმეტესობა პიროვნული შეფასებისას ძირითადად ოსებს ტრადიციების მიმდევარ, მეგობრულ, სტუმართმოყვარე, უფროს-უმცროსობის წესის დამცველ ერთობად მიიჩნევს. თუმცა, შედარებით მცირე ნაწილი თვლის, რომ ოსები არასანდო, ნაკლებად კულტურული, აგრესიული ხალხია. დაფიქსირდა ოსებზე და მათი ყოფისა და კულტურის ნიუანსებზე ნეგატიური შეფასებებიც. ოსი ეროვნების წარმომადგენლები, ამ მხრივ უფრო თავშეკავებული არიან, თუმცა მათი მონათხრობებიც შეიცავენ ნეგატიურ კონოტაციას ქართველთა მიმართ. ბევრი მათგანი მიიჩნევს, რომ საქართველოში ოსების ტერიტორიული პრეტენზიები სამართლიანია.

ოსურ-ქართული ურთიერთობა ყაზბეგის რეგიონში ბოლო ხანებამდე საკმაოდ დინამიურად ვითარდებოდა, მე-20 საუკუნის ბოლოს ეს დინამიკა გარკვეულწილად დაირღვა. ოსების მიგრაციის პროცესი ჯერ კიდევ გასული საუკუნის 40-იან წლებში დაიწყო და საბჭოთა პარტიული ხელმძღვანელობის დაგეგმილი იყო. მე-20 საუკუნის ბოლოს მიგრაციამ მასობრივი ხასიათი მიიღო, რასაც დაერთო რუსეთის მიერ საზღვრის ჩაკეტვა, ეკონომიკური კავშირების რღვევა, განსხვავებული პოლიტიკური ძალების აქტიური ზემოქმედება და სხვა ფაქტორები, რომელთა გავლენით შემცირდა მოხევეებისა და ოსების კონტაქტები. მართალია, ბოგარდუსის სოციალური დისტანციის სკალაზე  ოსების მიმართ დამოკიდებულება საკმაოდ ლოიალურია, მაგრამ ზემოხსენებული პროცესების  შედეგად განახევრდა იმ მოხევეთა რიცხვი ვისაც ოსებთან რაიმე სახის ინტენსიური კონტაქტები გააჩნია. მოიშალა სამეურნეო კავშირები, რელიგიურ რიტუალებში თანამონაწილეობის პრაქტიკა. ინტერკულტურული სენსიტიურობა მიმართულია ეთნორელატიურიდან ეთნოცენტრისტულისკენ. გასული საუკუნის 80-იან წლებში დაწყებულმა ეთნოპოლიტიკურმა პროცესებმა ადამიანები აიძულა მოეხდინათ მკაფიო ეთნიკური თვითიდენტიფიკაცია, შედეგად, სრული ინტეგრაცია მოხდა არა ჯგუფის, არამედ ცალკეული ინდივიდის დონეზე (გამოიხატა გაოსებაში ან გაქართველებაში). გამოკვლევით დადგინდა, რომ უმრავლესობა შეუძლებლად მიიჩნევს ყაზბეგის რეგიონში ოსების დაბრუნებას და ამ თემის წამოწევა რუსეთის მორიგ პროვოკაციად მიაჩნია.

პროექტის მსვლელობისას მოეწყო სამეცნიერო და საექსპერტო წრეებთან შეხვედრა- სემინარი, საზოგადოებას გავაცანით  მოპოვებული მონაცემები. მეოთხე ეტაპზე ჩატარდა სამეცნიერო კონფერენცია, სადაც პროექტის მონაწილე ძირითადი და დამხმარე თანამშრომლების მიერ წარდგენილ მოხსენებებში, ასახული იყო კვლევის შედეგები; პროექტის ფარგლებში მომზადდა 7 სამეცნიერო სტატია (ყაზბეგის რეგიონის  ოსური მოსახლეობის მიგრაციის სოციალ-პოლიტიკური და ეთნო-კულტურული ასპექტები, თრუსოს საკითხი მედიაში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, ქართულ-ოსური საკომუნიკაციო არხები ყაზბეგის რაიონში, -ინტერეთნიკური ურთიერთობანი სასაზღვრო რეგიონში — საქართველო და ჩრდილოეთ ოსეთი-ალანია, ქართულ-ოსური ურთიერთობის კულტურული და ფსიქოლოგიური ასპექტები ყაზბეგის რეგიონში, ყაზბეგის მოსახლეობის დემოგრაფიული ვითარება საარქივო მასალების მიხედვით.), აქედან ორი სტატია ახალგაზრდა მკვლევართა ჩართულობით და თანაავტორობთ;  2017 წლის ოქტომბერში პროეტის ფარგლებში მომზადებული მოხსნება  „ინტერეთნიკური ურთიერთობონი სასაზღვრო რეგიონში _ საქართველო და ჩრდილოეთ ოსეთი-ალანია“  წარდგენილი იყო საერთაშორისო კონფერენციაზე (აშშ, ქალაქი სიეტლი); კვლევის ბაზაზე მომზადდა რეკომენდაციები, რომელიც მივაწოდეთ სამთავრობო ინსტიტუტებს; პროექტის საბოლოო ეტაპზე გამოსაცემად მოზადდა ორი მონოგრაფია (ოსთა საკითხი ყაზბეგის რეგიონში; ყაზბეგის რაიონის ოსები ქართულ-ოსური ურთიეთობის კონტექსტში);   მოპოვებული ვიდეო მასალის საფუძველზე მომზადდა სამი მოკლემეტრაჟიანი ფილმი, რომლებიც განთავსდა ინტერნეტში.

განხორციელებულ პროექტის გავლენა მიმართულების სფეროზე  ან მის განვითარებაზე:

პროექტის განხორციელებისას გამოქვეყნებული პუბლიკაციებით სამეცნიერო მიმოქცევაში შემოვიდა ახალი ეთნოგრაფიული და საარქივო მასალა. ჩატარდა კონფერენცია სადაც წარმოდგენილი იყო პროექტის მსვლელობისას მიღებული შედეგები. ერთი მოხსენება გამოვიტანეთ (ნ. ჯალაბაძე) სიეტლის საერთაშორისო კონფერენციაზე.

პროექტში დამხმარე თანამშრომლის სტატუსით მონაწილე ორმა ახალგაზრდა მკვლევრმა (ი. შარვაძე, ა. ჯანიკაშვილი) გაარძელა  სწავლა დოქტორანტურაში.

 პროექტის ხელმძღვანელი: ლავრენტი ჯანიაშვილი

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ ფუნდამენტური კვლევებისათვის 2015 წელს დაფინანსებული სახელმწიფო საგრანტო კონკურსის პროექტი ,,ქართულ ოსური ურთიერთობის პერსპექტივა ყაზბეგის რაიონში”

ექსპედიციის წევრები
ლავრენტი ჯანიაშვილი (ხელმძღვანელი), ნათია ჯალაბაძე, ირაკლი შარვაძე, ანა ჯანიკაშვილი, ანა რუაძე

ათენგენობა

ვაჩილობა

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ ფუნდამენტური კვლევებისათვის 2015 წელს დაფინანსებული სახელმწიფო საგრანტო კონკურსის პროექტი ,,ქართულ ოსური ურთიერთობის პერსპექტივა ყაზბეგის რაიონში”

ექსპედიციის წევრები

ლავრენტი ჯანიაშვილი (ხელმძღვანელი), ნათია ჯალაბაძე, ირაკლი შარვაძე, ანა ჯანიკაშვილი, ანა რუაძე

ყაზბეგის მუნიციპალიტეტი — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული აღმოსავლეთ საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში. მუნიციპალიტეტის ტერიტორია 1917 წლამდე ტფილისის გუბერნიის20150722_132616 დუშეთის მაზრის ქვეშეთის უბნის შემადგენლობაში შედიოდა, 1917-1930 წლებში — დუშეთის მაზრაში, 1930 წლიდან ცალკე რაიონია. ამჟამად მუნიციპალიტეტი. ადმინისტრაციული ცენტრია დაბა სტეფანწმინდა. მუნიციპალიტეტს სამხრეთით-დასავლეთით ესაზღვრება ე.წ. “სამხრთ ოსეთი” _ ახალგორის და ჯავის რაიონები, ხოლო ჩრდილოეთით, ჩრდილოეთ ოსეთი (რუსეთის ფედერაცია). მე-20 საუკუნის ბოლო ხანებამდე რაიონის მოსახლეობას წარმოადგენდნენ ქართველები და ოსები. ეთნოდემოგრაფიულ ვითარებაზე მკაფიოდ აისახა უკანასკნელი 25 წლის განმავლობაში საქართველოში მიმდინარე სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური პროცესები, რეგიონი თითქმის მთლიანად დაიცალა ოსური მოსახლეობისაგან. ჭეშმარიტად საშინელი სანახავია დაცლილი სოფელი. ჩვენს გადაღებულ ვიდეოფირზე (იხ ქვემოთ) თავი საშინელებათა ფილმში გეგონება.

გამოქვეყნებული ნაშრომი: 

კხსსკის თანამშრომელთა მიერ გამოქვეყნებული ნაშრომები

კავკასიის ხალხთა საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი  2003-2004 წწ. ორი საერთაშორისო კონფერენციის და რამდენიმე “მრგვალი მაგიდის” ორგანიზატორია 

I. საერთაშორისო კონფერენცია “ღია და დახურული საზოგადოება: კონფლიქტი და დიალოგი” (თბილისი, 2003 წლის ივლისი)
II. საერთაშორისო კონფერენცია “ღია და დახურული საზოგადოება: კონფლიქტი და დიალოგი”–”გლობალიზმი და ტრადიციონალიზმი როგორც საპირისპირო ვექტორები კავკასიის ეთნიკური კულტურების განვითარებაში” (მოსკოვი, 2003 წლის ნოემბერი).
2003-2004 წწ. ჩატარდა რამოდენიმე დისკუსია – “მრგვალ მაგიდა”, შემდეგ პრობლემებზე:
კავკასიის ხალხთა რელიგიები გამოცხადებასა და ისტორიაში მშვიდობის საფუძველი თუ კონფლიქტის მიზეზი 

 I.(რფ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოს ს. არუთუნოვის ხელმძღვანელობით)       
II. რუსეთი-ჩეჩნეთი – გამოსავლის ძიება (ჟურნალისტ ვ. ტოლცის ხელმძღვანელობით) 
            
III. გლობალიზმი (ფილოსოფოს, ქართულ-ევროპული ინსტიტუტის დირექტორის ჯ. კაშიას ხელმძღვანელობით)
IV. ფედერალიზმი (ეთნოლოგ, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორ ლ. მელიქიშვილის ხელმძღვანელობით)
V. ღია და დახურული საზოგადოებები (ფილოსოფოს, ქართულ-ევროპული ინსტიტუტის დირექტორის ჯ. კაშიას ხელმძღვანელობით)

მოსკოვის საერთაშორისო კონფერენციაზე წაკითხული მოხსენებები