ჩვენს შესახებ

ინსტიტუტის სამეცნიერო ხელმძღვანელი

ლია მელიქიშვილი – ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ეროვნულ მეცმიერებათა აკადემიის წევრ-კორესპოდენტი .

ინსტიტუტის გამგეობის თავმჯდომარე

ლავრენტი ჯანიაშვილი _ ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი

კავკასიის ხალხთა საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო: ლია მელიქიშვილი (სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე), სერგო არუთინოვი, ნანა ხაზარაძე, თამარ დრაგაძე, ნათია ჯალაბაძე,  ლავრენტი ჯანიაშვილი, ვახტანგ მაისაია, გოდულა კოზაკი,  ოლეგ გენისარეცკი,  პატრიცია პრზესლავოვიჩი , ფრანსუაზა კომპანიენი, პიტერ სკანლიკი 

პროგრამები: 
ტრადიციები და თანამედროვეობა     –    (კოორდინატორი) ისტორიის დოქტორი ნათია ჯალაბაძე  (კოორდინატორი)
კავკასია და თანამედროვე მსოფლიო   –  (კოორდინატორი) ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ლავრენტი ჯანიაშვილი (კოორდინატორი.)
ეთნიკურობა და ფსიქოლოგია        –      (კოორდინატორი) ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი _
მზია წერეთელი (კოორდინატორი)


ინსტიტუტი პრიორიტეტს ანიჭებს კავკასიური პრობლემატიკის კვლევას: 

1. არსებული და პოტენციური კონფლიქტების გამომწვევი მიზეზები და მათი მოგვარების გზები;

 2. კავკასიის ხალხებში კონფლიქტისა და ძალადობის გამოვლინებათა დაძლევის ტრადიციული მეთოდები

3. კავკასიის ხალხთა ეთნოკულტურული თავისებურებების, მათი მსგავსება-განსხვავების და ურთიერთობების ისტორიულ და თანამედროვე ჭრილში შესწავლა

 4. რელიგიიისა და ტრადიციული კულტურის ადგილი და მნიშვნელობა სოციალური ერთობების იზოლიაციისა და გახსნილობის (ღიაობის) განსაზღვრაში

5. რელიგიური და სხვა სახის თეორიულ-ფილოსოფიური მსოფლხედველობათა როლი ეთნოკონფესიური ურთიერთობების პროცესში

 6. კავკასიის ხალხთა გეოპოლიტიკური ტაქტიკა და სტრტეგია

 7. ხალხური სამართლისა და მსოფლაღქმის სისტემები, ცალკეული ეთნიკური და სოციალური ორგანიზმების ბუნებრივ გარემოსა და ერთმანეთთან ურთიერთობის მექანიზმები.

ზემოთ ხსენებული მიზნების მისაღწევად ინსტიტუტი:

თანამშრომლობს მეცნიერებათა შესაბამისი დარგების სპეციალისტებთან როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ; 

საჭიროების შემთხვევაში ინსტიტუტი შექმნის რეგიონალურ წარმომადგენლობებს; დადგენილი წესების შესაბამისად განახორციელებს საგამომცემლო საქმიანობას, თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს პერიოდულ ორგანოს

კანონით დადგენილი წესით დაამყარებს კავშირურთიერთობებს საქართველოსა და უცხოეთის სახელმწიფო თუ საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და კერძო პირებთან, ჩაატარებს ადგილობრივი და საერთაშორისო ხასიათის ღონისძიებებს (კონფერენციებს, სემინარებს და ა.შ.),  მოიწვევს უცხოელ სპეციალისტებს, საწესდებო მიზნების მისაღწევად მივლინებით გააგზავნის კავშირის წევრებს საქართველოსა და უცხოეთის ქვეყნებში. 

კხსსკის თანამშრომელთა მიერ გამოქვეყნებული ნაშრომები

კოლექტიური მონოგრაფია “სოციალური უსაფრთხოების ეთნიკური აპექტები პოლიეთნიკურ საზოგადოებაში”

მოსკოვის საერთაშორისო კონფერენციაზე წაკითხული მოხსენებები